"ჩვენ მეორე ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, მაგრამ ამას თავისი საფასური აქვს, რაც ჩვენ საზოგადოებაში ზოგიერთი ადამიანის უკმაყოფილებას იწვევს. ხალხი ყოველთვის მოგვაყენებს საპასუხო დარტყმას, ამას პოლიტიკური დიალოგით უნდა გავუმკლავდეთ და ავუხსნათ ხალხს, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია", - განაცხადა „ევრონიუსთან" საუბარში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს კიდევ ერთი შანსი მიეცა, რომ დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ფესვებს, ევროპას.
„საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქრისტიანული ერი, რომელიც ყოველთვის დასავლურ გზას ირჩევდა. მაგრამ, იმავდროულად, მის მიღმა რჩებოდა. ეს იყო ერთგვარი აუხდენელი ოცნება. საბედნიეროდ, ქვეყანა გადარჩა და ახლა არის შანსი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ფესვებს, ევროპას. ჩვენი მოგვიხდა ახალი გზების მოძებნა, რეფორმების გატარება, დავითხოვეთ ბიუროკრატების 90%, გავათავასიფლეთ პოლიციელები. ყოველთვის იპოვით ისეთს ვინც ჩვენი წინააღმდეგია. ბოლო საპროტესტო აქციებზეც ნახევარი ყოფილი პოლიციელი იყო. ხალხი მიეჩვია უკეთეს მდგომარეობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.