1-ელ ივნისს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N22, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.70%-ით, მაქსიმალური 8.82%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.81%-ით განისაზღვრა.