ტირძნისიდან გატაცებული ორი მოზარდი შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ. ოკუპანტების მიერ დათქმული ათდღიანი ვადა დღეს იწურება.
როგორც უკვე ცნობილია, ცხინვალში ათი დღის წინ მყოფ ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, თომას ჰამარბერგს ოკუპანტებმა განუცხადეს, რომ ბავშვებს ისინი 10 დღეში გაათავისუფლებდნენ.
რამდენიმე წუთში ერგნეთის საგუშაგოსთან დეპუტატი გია თორთლაძე და პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ლადო ვარძელაშვილი მივლენ.