ევროპის სასამართლომ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა თავის გადაწყვეტილება "იუკოსის" ექსპრეზიდენტის მიხეილ ხოდორკოვსკის პირველი საქმის სარჩელთან დაკავშირებით.
ევროპის სასამართლოს განცხადებით წინასწარი პატიმრობის დროს დაირღვა, რუსი ბიზნესმენის უფლებები.
რუსეთს დაეკისრა ჯარიმა 10.000 ევროს ოდენობით, რუსეთს ასევე მოუწევს 14.500 ევროს გადახდა სასამართლო ხარჯების დასაფარად.
ევროპის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი სადაც ხადარკოვსკი რუსეთს ევროპის კონვენციის მე-18 სტატიის დარღვევაში ადანაშაულებდა. სტატია გულისხმობს სასამართლოს სუბიექტურობას პოლიტიკური მოტივაციის გამო.
პირველი საქმის შედეგებით 2005 წელს "იუკოსის" ექსპრეზიდენტ მიხაილ ხოდორკოვსკის და "მენატეპას" ექს პრეზიდენტ პლატონ ლებედევს შეეფარდათ 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა. რუსეთის სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ფინანსურ მაქინაციებში და სახელმწიფოსგან გადასახადების დამალვაში.
2010 წელს მოსკოვის სასამართლომ განიხილა ხადარკოვსკის და ლებედევის მეორე საქმე და 14-14 წლისთ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 24 მაისს მათი სასჯელი თითო თითო წლით შეამცირეს.