ნორვეგიული კომპანია "ქლინ ენერჯი ინვესტი" საქართველოში 380 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
ნორვეგიული კომპანია "ქლინ ენერჯი ინვესტი" საქართველოში ბიზნესს იწყებს. "ქლინ ენერჯი ინვესტი" აჭარისწყალზე 7 ჰესის ასაშენებლად 380 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულება 9 ივნისს გაფორმდება. თუმცა მანამდე პროექტის დეტალები, ოსლოში დასუსტდა, სადაც საქართველო-ნორვეგიის ბიზნესფორუმი მიმდინარეობდა.
"საქართველოს ენერგოსექტორით ჩვენი დაინტერესება დიდია. კომპანია საქართველოში ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობითა დაინტერესებული. უკვე მიღწეულია შეთანხმება აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობაზე. მიღებული ელეტროენერგიის ექსპორტს თურქეთში ვგეგმავთ", - აღნიშნა "ქლინ ენერჯი ინვესტი" ხელმძღვანელმა ბანდ მიკელსენიმ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, ნორვეგიული ბიზნესი საქართველოს ჰიდრო პოტენციალის ათვისებით დაინტერესებულია.
"ბიზნესფორუმზე ნორვეგიის ენერგოსექტორის 60-მდე წარმომადგენელი იმყოფებოდა, რამდენიმე კომპანია საქართველოში ინვესტირებით უკვე დაინტერესებულია", - განაცხადა ვერა ქობალიამ.
ნორვეგიის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი მაგნიჰილდ მალტვეიდ კლაპა კი აცხადებს, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის ურთიერთობები ღრმავდება. "საქართველოს ენერგოსექტორით ნორვეგიელი კომპანიები უკვე დაინტერესდნენ. ეს თანამშრომლობა ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნორევეგიელმა მინისტრმა.