თუ იცი, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდება უნდა აღკვეთო მომენტალურად. განაცხადა "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ირაკლი ბათიაშვილის სახლში გამართულ ბრიფინგზე.
"თუ ეს იცოდა ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა, რომ მართლა ვაპირებდით შევარდნას და მანამდე არ დაგვიჭირა ისინი არიან დასაჭერები. იმიტომ რომ თუ იცი, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, კოდექსი გადაშალეთ - უნდა აღკეთო მომენტალურად. თუ იცოდნენ და არ გააკეთეს ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები, თუმცა მათ ძალიან კარგად იციან, რომ არც არაფერი არ მზადდებოდა და სისულელეს ალაპარაკებენ დაჭერილ ადამიანებს", _ აცხადებს ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ვერაფერს ვერ დაამტკიცებს.
"ვერაფერს ვერ დაამტკიცებენ, იმიტომ რომ ქმედება არ არსებობს, არც გაზრახვა არსებობდა, მაგრამ რისი განზრახვაც გვაქვს, რომ ეს შავი ჭირი მოვაშოროთ ამ ქვეყანას იმ მეთოდებით რა მეთოდებითაც მიღებულია ამის გაკეთება ცივილიზებილ სამყაროში და ამ განზრახვას აუცილებლად შევასრულებთ ქართველ ხალხთან ერთად", _ აცხადებს ნინო ბურჯანაძე.