"სახალხო კრების" ერთ-ერთ ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი რესტორან "ზღაპარში" შემდგარ საუბარს არ უარყოფს და აცხადებს, რომ იქ საუბარი არაკანონიერზე არაფერზე ყოფილა. ბათიაშვილი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას ამ ჩანაწერის სრული ვერსია გაუშვან.
"იქ მე არაერხელ ვამბობ - "ძმები ჩვენ მართლები ვართ, ჩვენ ვართ შიშველი ხელებით. სად არის გაუშვან ეს ყველაფერი. მე ყოველი ეს უკვე გავლილი მაქვს. იმ იდიოტური და შეთითხნილი ბრალდებით, რომ დამაკავეს, მერე თავადვე რომ რცხვენოდათ", _აცხადებს ბათიაშვილი და აღნიშნავს, რომ სუფრაზე "შეფიცულებზე" მიდიოდა საუბარი და სხვა არაფერი.
"შეფიცულის" წესდება მოგვიმზადა ზაქარია ქუცნაშვილმა, იურიდიულად შეასწორა და გადაამოწმა მინდია უგრეხელიძემ. "შეფიცულების" ორგანიზება მიდიოდა ღიად. ჭადრაკის სასახლეში ჩავატარეთ შეკრება. იმ სუფრაზე რაზეა ლაპარაკი? - 50 კაცი იქიდან ჩამოვა, 30 იქიდან - რამე იარაღზე იქ არის ლაპარაკი? იქ ლაპარაკია, რომ იმისათვის რომ პროვოკაციები და მართლაც რაღაც არეულობა ავიცილოთ თავიდან უნდა იყოს გარკვეული ორგანიზებული ხალხი - ეს აუცილებელია. რა თქმა უნდა, ვიყავი რესტორანში,ბადრიც იყო სხვებიც იყვნენ - ხელკეტზე მაინც იყო იქ ლაპარაკი? იარაღზე იყო იქ ლაპარაკი? - იქ ლაპარაკი იყო "შეფიციულების" ორგანიზებაზე. ყველა ჩვენი შეფიცული კი არის ჩვეულებრივი რაიონული კომიტეტის წევრი -შედარებით დისციპლინირებული ხალხი, ვინც ვიცით, რომ ისინი მეტნაკლებად ორგანიზებულნი არიან, არ დაიბნევიან - მე მოვითხოვ ხელისუფლებამ სრულად გამოქვეყნოს ის ჩანაწერი", _ აცხადებს ბათიაშვილი.