უფლებათადამცველ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე 26 მაისს, მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა „პასუხმოთხოვნილი" უნდა იყოს.
„ის, რაც მოხდა თავისუფლების დღეს თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ, უნდა იყოს პასუხმოთხოვნილი. ჩვენ გვყავს მოკლული, დაპატიმრებული, გატაცებული ადამიანები. გვაქვს სიტუაცია, როცა ხალხს ეშინია გამოსვლა და თავისი პროტესტის დაფიქსირება, რადგან ქვეყანა გამოვიდა სამართლებრივი სისტემიდან. ხელისუფლებას სულ აღარ აინტერესებს ქვეყნის რეპუტაცია, ის მოქმედებს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე განმარტებით, საზოგადოება ვალდებულია არსებული უსამართლო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, მიტინგის დარბევისას პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის საპროტესტოდ, დღესდ არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტის შენობამდე მდუმარე მსვლელობა მოეწყო.