საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის შოკოლადის სროლის გამო დაკავებული სამი პირიდან ერთს 90-დღიანი პატიმრობა, მეორეს 400-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, მესამე კი უდანაშაულოდ ცნეს.
ციხეში სამი თვის გატარება მოძრაობის „რატომ" წევრს ვახტანგ მაისურაძეს მოუწევს, რომელსაც წვრილმახი ხულიგნობისა და პოლიციისასთვის დაუმორჩილებლობის მუხლით ბრალი წუხელ გამართულ პროცესზე წაუყენეს. იგივე ბრალდება გიორგი ლაპიაშვილსაც, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მხოლოდ 400-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
რაც შეეხება მესამე დაკავებულს, ამავე მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ დავით ფაცაციას, ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები წუხელ, პრეზიდენტისთვის შოკოლადის სროლის გამო დააკავეს. ინციდენტი მარჯანიშვილის თეატრში მოხდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი "ეკვადორის დღეებისადმი" მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა.
თავის მხრივ სამივე პირი აცხადებდა, რომ მათ პრეზიდენტისთვის არაფერი უსვრიათ და უკმაყოფილება გამოთქვეს 26 მაისი დარბევის გამო.