წუხელ ბოროტმოქმედებმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ტასოს პაპანდოპულოსის ცხედარი მოიპარეს. ამ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაკეთევულ განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ვანდალური ფაქტი, ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების წლისთავამდე ერთი დღით ადრე მოხდა.
ტასოს პაპანდოპულოსი 74 წლის ასაკში ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ბოროტმოქმედთა მოტივი ჯერ ჯერობით უცნობი რჩება.