გია ბურჯანაძე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უარყოფს. "ქრონიკის" იმფორმაციით, "შეფიცულთა" წევრი აცხადებს, რომ რაზმი თავის დროზე ერთადერთი მიზნით შეიქმნა - მომიტინგეების დასაცავად.
"სახალხო კრების" ერთ-ერთი აქტივისტი, სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს დამონტაჟებულს უწოდებს და არც იმას ასახელებს, თუ ვინ ესწრება საიდუმლო მოლაპარაკებებს, რომელიც რესტორან "ზღაპარსა" და შეფიცულების ოფისში ფარულადაა გადაღებული.
"შეფიცულთა რაზმი შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მომიტინგეები უნდა დაეცვა იმისგან, რაც გააკეთა შემდეგ ხელისუფლებამ. სად იყო ეს შეიარაღებული ჯგუფები და ვისთან უნდა გამოსულიყვნენ? ჩემთან რატომ უნდა ელაპარაკა ვინმეს ამაზე, ვინც ილაპარაკა, იმას ჰკითხეთ. ჩვენი გეგმა იყო პერმანენტული. აქციები თუ გამოვიდოდა, მთელი მოსახლეობა უნდა ყოფილიყო. ერთი-ორი კვირა იყო საჭირო, რათა მიგვეღწია იმისთვის, რომ ხელისუფლება გადამდგარიყო. თუ რაღაცა იყო, იქ არ ვიდექით ოთხ დღეს რაგატკებით და ფარებით - როგორც ითქვა. ფარები არის იმისთვის, რომ თავი დაიცვა", _აცხადებს ბურჯანაძე.