მეცხოველეობის დარგში, ყატარული ინვესტიციების განხორციელება იწყება. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის თქმით, ყატარული კომპანია Hassad Food-ის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების პირველ პირებს და პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს. ბაკურ კვეზერელი აცხადებს, რომ კომპანია Hassad Food ინვესტიციის ჩადებას მეცხოველების სექტორში გეგმავს.
"მსგავსი დიდი საინვესტიციო ფონდების, მეცხოველეობის სექტორში მოზიდვა, ახალ სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. იმავდროულად დაინერგება ახალი ტექნოლოგიები, რადგანაც მეცხოველეობის სექტორში ამ დრომდე მსხვილი ინვესტიციები არ განხორციელებულა", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.