საცალო ქსელში წყალი "საირმე" დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩნდება. "საირმის" მწარმოებელ კომპანია "საირმე მინერალ ვოტერსში" აცხადებენ, რომ საწარმოში გადაიარაღება მიმდინარებს და წარმოება სწორედ ამიტომ შეჩერდა.
"საირმე მინერალ ვოტერსის" მენეჯმენტი ამბობს, რომ წარმოებას დაახლოებით ერთ კვირაში განაახლებენ, თუმც ამ ეტაპზე დათვლილი არ აქვთ, თუ რა დაუჯდება აღნიშნული პროცესი კომპანიას.
გადაიარაღებამდე კომპანია საკუთარ პროდუქციას ადგილობრივი ბაზრის გარდა ექსპორტზეც ყიდდა. ადგილობრივ ბაზარზე, სუპარმარკეტებში 1 ლიტრიანი "საირმის" ღირებულება 1 ლარი იყო.
სუპერმარკეტებში კი აცხადებენ, რომ წარმოების შეჩერების მიზეზი თავად კომპანიის დამფუძნებლებს შორის არსებული უთანხმოება გახდა.
შეგახსენებთ, რომ კომპანიამ "საირმე მინერალ ვოტერსი", რომელიც "საირმის" მინერალურ წყალს იმერეთის რეგიონში აწარმოებს, წყლით სარგებლობის 25-წლიანი ლიცენზია სახელმწიფოსგან 2006 წელს შეიძინა.