სულ უფრო ახლოა ის მომენტი როდესაც მომავალ საპროტესტო აქციაზე უკვე ისეთი რაოდენობის ადამიანები შეიკრიბებიან, როდესაც პოლიცია მათ დაშლას რამდენიმე წუთში ნამდვილად ვერ შეძლებს.
"ეს მომენტი მართლაც ახლოვდება, თუმცა "მაღლა" ჯერ "შეუძლიათ" და ეს კიდევ რამდენიმე ხანს გასტანს, ამისათვის დიდი რესურსია გამოყოფილი", _ აცხადებს საქართველოს ექს-უშიშროების მინისტრი, საზოგადოებრივი მოძრაობა "საქართველო საზღვარგარეთ" ლიდერი იგორ გიორგაძე "ინტერფაქსთან" საუბარში გააკეთა.
გიორგაძე ასევე აცხადებს, რომ აშშ-ს ელჩს საქართველოში "მკაფიო დავალება აქვს მიღებული: ნებისმიერ ფასად მიაღწევინოს ყველაფრისგან განძარცვულ და არანორმალურ პრეზიდენტის რეჟიმს 2013 წლამდე და ელჩიც ამას თავისი ტალანტისა და ძალების ფარგლებში ახორციელებს".