წყალი "ფლატე" წარმოებას აფართოებს. "ფლატეს" მწარმოებელი კომპანია "სიცოცხლის წყაროს" ინფორმაციით, ადიგენში სექტემბრიდან "ფლატეს" ახალი საწარმო გაეშვება, რომლის მშენებლობაც კომპანიას 2 მლნ. დოლარი დაუჯდა.
ახალ საწარმოში მენეჯმენტი თვეში 3 მლნ. ბოთლი წყლის წარმოებას გეგმავს, რაც მათი გათვლებით "ფლატეს" გაყიდვებს 300 %-ით გაზრდის. თუმცა წლის ბოლომდე საწარმოო სიმძლავრეები 100 %-ით დატვირთული არ იქნება. არსებულ საწარმოში "სიცოცხლის წყარო" წელიწადში დაახლოებით 2 მლნ. ბოთლ "ფლატეს" აწარმოებს, საიდანაც 1 მლნ.
ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო დანარჩენს ექსპორტზე ყიდის. ამ დროისათვის "ფლატე" მხოლოდ აზერბაიჯანში იყიდება, თუმცა კომპანიის მენეჯმენტში აცხადებს, რომ უკვე ხელმოწერილია კონტრაქტები ყაზახეთთან და უკრაინასთან და ორივე ქვეყანაში პირველი პარტია უახლოეს ხანებში გადაიტვირთება. "სიცოცხლის წყაროში" აცხადებენ, რომ წარმოებისათვის საჭირო მასალები ბოლო პერიოდში დაახლებით 30 %-ით გაძვირდა, თუმცა კომპანია მოგების მარჟის შემცირების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში პროდუქციის ღირებულების გაზრდას არ აპირებს. ამ დროისათვის ერთი ლიტრი "ფლატეს" საბითუმო ღირებულება 65 თეთრია, თუმცა სუპერმარკეტებში მისი ღირებულება დაახლოებით 80-85 თეთრია.
მინერალური წყლის ბაზარზე "ფლატე" ბაზრის 15-20 % აკონტროლებს, თუმცა მენეჯმენტი აცხადებს, რომ ახალი საწარმოს ექსპუალატაციაში გაშვების შემდგომ, უახლოეს 2 წელიწადში "ფლატეს" წილი ბაზარზე 30 %-მდე გაიზრდება.
"სიცოცხლის წყაროში" აცხადებენ, რომ კომპანიაში რებრენდინგიც მიმდინარეობს და "ფლატე" სექტემბრიდან ბაზარზე ახალი დიზაინის ეტიკეტით გამოჩნდება და ახალი ეტკიტეტი გამჭვირვალე და თანამედროვე სტანდარტების იქნება. რებრენდინი კომპანიას დაახლოებით 10 ათასი დოლარი დაუჯდება.