სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ჯიოევის ინფორმაციით, შესაძლოა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აფრიკულმა და არაბეთის ქვეყნებმაც აღიარონ. ეს განცხადებს ჯიოევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტის წინაშე სიტყვის გამოსვლისას გააკეთა, როდესაც 2009 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგებს აჯამებდა.
"მთელი წლის განმავლობაში საერთაშორისო არენაზე ჩვენს პოზიციებს ვამყარებდით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა რუსეთს, ნიკარაგუასა და ვენესუელას გარდა, კიდევ ერთ ანუ მეოთხე აღიარებულ სახელმწიფოს _ აფხაზეთს აქვს აღიარებული",_ აცხადებს ჯიოევი და დასძენს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ამ მუშაობაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რესურსს იყენებს.
"რათქმაუნდა ამ სამუშაოს წარმოებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რესურსსა და შესაძლებლობებს ვიყენებთ. ამჟამად მიდის მჭიდრო მუშაობა ლათიმური ამერიკის ქვეყნებთან და ეკვადორის მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარება განიხილება. ამას გარდა, ახლახანს ეს საკითხი პერუშიც დაისვა. მიდის ასევე მუშაობა რიგ აფრიკულ ქვეყნებთან და არის ასევე დადებითი სიგნალები არაბული ქვეყნებიდან",_ განაცხადა ჯიოევმა და დასძინს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ასევე ელის დამოუკიდებლობის აღიარებას დსთ-ს ქვეყნებიდანაც, უპირველეს ყოვლისა კი ბელორუსისაგან.
"ბელორუსის პარლამენტი ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვას საგაზაფხულო სესიამდე არ აპირებს. ამავე დროს ვამყარებთ პოზიციებს შუააზიის სახელმწიფოებთან. დავიწყეთ აქტიური მუშაობა ყაზახეთთან და თუ გამითვლისწინებთ, რომ 2010 წლის იანვრიდან იგი ეუთოს თავმჯდომარე ხდება ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.