საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, გუშინ აქციის დაშლის შემდეგ მომიტინგეებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
"ეს აქცია სხვა აქციებისგან განსხვავდებოდა, რაც აქამდე ჩატარებულა, რადგან ორგანიზატორები მოწოდებულები იყვნენ ძალადობისკენ და დგავდნენ მარგინალურ ნაბიჯებს", - აღნიშნა კანდელაკმა.
ამის გათვალისწინებით, კი კანდელაკი აცხადებს, რომ ხელისუფლება მარგინალურ ძალებს ვერ მისცემდა დამოუკიდებლობის დღის ჩაშლის საშუალებას.
"ეს დღე არის ჩვენ სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო და მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისკენ გრძელდება", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
მისივე თქმით, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, მაგრამ თუ ადგილი ჰქონდა იზოლირებული ინციდენტებს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიებული იქნება.