2010 წელს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის გამოსწორება შენელებული, უცხოური კერძო კაპიტალის შემოდინების და ბანკების მიერ დაკრედიტების განახლებაზე იქნებადამოკიდებული, _ ამის შესახებ ნათქვამია ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკის გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების შესახებ 2009 წლის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ სესხების გაცემა ახლანდელი პრობლემური სესხების დიდი მოცულობის გამო იზღუდება.
ევრობანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, მიმდინარე წელს 5,5%-ით შემცირდეს, მომავალ წელს კი 2%-ით გაიზარდოს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროსი ეკონომისტი ანიტა ტაჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ძლიერი დარტყმა მიაყენა.
მისივე თქმით, მიუხედავად მთავრობის მასტიმულირებელი მექანიზმებისა, რომლებიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ბანკების დაკრედიტების მკვეთრი ვადრნის დაბალანსებას ისახავს მიზნად, ეკონომიკის შემცირებაა მოსალოდნენლი.