რუსმა ოკუპანტებმა დღეს საქართველოსა და სეპარატისტული აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მთელს პერიმეტრზე ერთდროულად რამდენიმე ჩასაფრებითი სპეცაპერაცია დაიწყეს. ოკუპანტებმა ის მშვიდობიანი მოქალაქეებიც დააპატიმრეს რომლებიც მათი ნებართვის გარეშე გადადიოდნენ ე.წ. საზღვარზე. ამ დროისათვის ცნობილი ხდება ერთი კონკრეტული ფაქტი: როცა მარტო ერთ გადმოსასვლელზე ენგურთან ოთხი ადამიანია გატაცებული. ყველა დაკავებული "უაზის"ტიპის მანქანით გალში დისლოცირებული საოკუპაციო შტაბში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულებიც ჭუბურხინჯის სამხედრო ნაწილშიც არიან შეყვანილები.
პატრულირება ენგურთან ამ დროისთვისაც გრძელდება. საზღვართან მგზავრებით სავსე 7 ავტობუსია გაჩერებული.ოკუპანტები იმუქრებიან,რომ მათ ვინც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის მეორედ იქნება დაკავებული სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.
შეგახსნებთ, რომ ამ დილით ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა 10 ქართველი დააკავეს.