კანონის ფარგებში აქციები პრობლემას არ წამოადგენს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრაველესობის წევრებმა განუცხადეს.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და აქციების ჩატარებაც ნორმალურია, თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი ისევ კანონით გაეცემა.
აღლუმის ჩაშლაზე "სახალხო კრების" ლიდერების განცხადებებზე უმრავლესობის წევრები კომენტარს არ აკეთებენ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "სახალხო კრების" მონაწილეებს აქციის ჩატარების ნებართვა დღეს ეწურებათ, რის შემდეგაც მიტინგი არასანქცირებული იქნება.