საქართველოს ოპოზიციას არ ძალუძს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას. განაცხადა უკრაინის ელჩმა რუსეთში ვლადიმერ კრიჟანივსკიმ გამოცემა "ობოზრევატელში" გამართულ პრესკონფერენციაზე. თუმცა მისივე განმარტებით, "აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი ადამიანების დაპატიმრებებმა ცხადჰყო, რომ ხელისუფლებას უფრო სერიოზულ ზომებზე წასვლა არ შეუძლია".
პრესკონფერენციის მონაწილე საინფორმმაციო-ანალიტიკური ცენტრ "პერსპექტივის" დირექტორმა პაველ რუდაკოვმა კი საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოთქვა აზრი, რომ ოპოზიციის ლოდერები პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ასვეე გეგმავდა თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას.
"უპირველეს ყოვლისა ოქრუაშვილი ფორმალურად დაპატიმრებას ექვემდებარება, მეორე არია ის, რომ მისი დაპატიმრება დასავლეთში წინააღმდეგობას არ გამოიწვევდა, ვინაიდან ამის კვალიფიკაცია - პოლიტიკური რეპრესია არ იქნებოდა", _ აცხადებს ექსპერტი.
ხოლო ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობაზე საუბრისას, რუდაკოვმა განაცხადა: "შეიძლება მას შეედავო, მაგრამ ეს რომ გაკეთდეს, იგი ქართველი ტომოშენკო გახდება და ცხადი იქნება, რომ ეს პოლიტიკური დევნაა მეტნაკლებად ლოგიკური იურიდიული საფარველით".
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ "დაპატიმრებები იქნება", მაგრამ მათი დეტალები, მხოლოდ დღევანდელი აქციის შემდეგ გახდება ცნობილი.
"თუ მიტინგი მშვიდობიანი იქნება - ხელისუფლებას ამაზე ერთი რეაქცია ექნება, ხოლო თუ იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა - როგორც რეალური ისე პროვოცირებული - ხელისუფლების რეაქცია სხვანაირი იქნება", _ აცხადებს ექსპერტი და დასძენს, - "დაპატიმრებები შესაძლებელია, ისინი იგეგმება, მაგრამ ისინი არ განხორციელდება იმიტომ, რომ ოპოზიციის შესაბამისი ქმედებები არ იქნება", _ აცხადებს რუდაკოვი.