რამდენიმე წუთის წინ საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, კერძოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიასა და გალის რაიონის სოფელ ოტობაიას საზღვართან რუსმა ოკუპანტებმა 10 ქვეითად მოსიარულე ეროვნებით ქართველი დააკავეს.
ისინი ადმინისტრაციული საზღვრის გავლით ზუგდიდის რაიონის მიმართულებით მიდიოდნენ და ნათესავებთან სასოფლო პროდუქტები მიჰქონდათ რომელთა გაყიდვასაც ზუგდიდის ბაზარში აპორებდნენ.
რუსი ოკუპანტები და აფხაზი ე.წ. მესაზღვრეები ჩასაფრებულნი არიან მდინარე ენგურის სრულ პერიმეტრზე ისე, რომ ისინი შეუმჩნეველნი დარჩნენ გადაადგილების მსურველთათვის.
დაკავებული ქართველები სპეციალური ტრანსპორტით გადაყვანილნი არიან გალის ე.წ. მილიციაში. დაკავებულ ქართველთაგან ოთხი ადამიანის ვინაობა უკვე ცნობილია: ედიტა ბელქანია, ლუდა ბელქანია, კახა ფარცვანია და იაგო კონჯარია. დანარჩენი ექვსი ქართველის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.