სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოსახლეობას რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა მიმართა. იგი იმედოვნებს, რომ აფხაზი ხმას იმ კანდიდატს მისცემენ, რომელიც არსებულ პოლიტიკურ კურსს გააგრძელებს. მან ამომრჩევებს ასევე სიმშვიდისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიპეტიებში რუსეთი არ მონაწილეობს.
"ეს არის პირველი არჩევნები, რომელიც აფხაზეთის აღიარების შემდეგ ტარდება. უამრავი ადამიანი მიკავშირდება, რომლებსაც აინტერესებთ, თუ როგორი იქნება რუსეთის დამოკიდებულება ამ არჩევნებისადმი. როგორც არაერთხელ ითქვა რუსეთის ხელისუფლების მიერ, რუსეთს ამ არჩევნების მისამართით არანაირი კონკრეტული მითითებები არ აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის სულერთია. მთავარი სურვილია, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. საერთო ისტორიისა და მომავლის პასუხისმგებლობა არის მთავარი, რაც ჩვენს მოქალაქეებს უნდა ამოძრავებდეთ",_ განაცხადა რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა.