ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა თორდიას მტკიცებით, სახალხო დამცველის ანგარიშში მინისტრების უპასუხისმგებლო ქმედების გამოხატულებაზე საუბარი არ არის.
"მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დგება მაშინ, როდესაც იგი მიზანმიმართულად არ აკეთებს იმას, რაც მასზეა დაკისრებული. რაც მინისტრის უფლება-მოვალეობას შეეხება, ესაა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ვერ ნახავთ, რომ რომელიმე თანამდებობის პირისგან გამოხატული ყოფილიყო უპასუხისმგებლო მიდგომა", - აღნიშნა თორდიამ.
ამის გათვალისწინებით, კი კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის მხრიდან სასჯელაღსრულებისა და ლტოლვილთა სამინისტროების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას საკითხის პოლიტიზებას უწოდებს.