თბილისში 24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, 20 წლამდელთა ასაკის მსოფლიო ალაფი იმართება. ჩემპიონატში 8 ქვეყნის: საქართველოს, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის, ზიმბაბვეს, ურუგვაის, სამოასა და რუსეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ოთხი სათამაშო დღის განმავლობაში 16 მატჩი გაიმართება. თითო დღეს - ოთხი შეხვედრა. ერთი - შევარდენის ბაზაზე, სამი კი - ავჭალის სტადიონზე.
გამარჯვებული ქვეყნის ნაკრები 2012 წელს კეიპტაუნში გასამართი მსოფლიო ასპარეზობის საგზურს მიიღებს და სარაგბო ელიტის გუნდებს შეერკინება.