სტატისტიკის ეროვნული სტრატეგიის განხილვა დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ სემინარზე მოხდა, რომელიც მსოფლიო ბანკმა და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ერთდროულად მოაწყვეს. სემინარის მიზანი იყო სტატისტიკის ეროვნული სტრატეგიის პროექტის გაზიარება და განხილვა მთავრობის ბიზნესის სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორთა წარმომადგენლებთან ერთად.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე აცხადებს, რომ სტრატეგია დღეს დამტკიცება და საქსტატს ხვალიდან ახალი სტრატეგია ექნება.
"სტატისტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგია მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე მთავრობისთვის და სტატისტიკის ყველა მომხმარებლისთვის. მნიშვნელოვანია ის პრიორიტეტი, რომელიც ამ სტრატეგიის მიხედვით, 4 წლით გაიწერება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა უნა გავაკეთოთ და ეს სტრატეგია კონკრეუტლად განსაზღვრავს ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსებს, რომელიც საჭიროა სტარატეგიის შემდგომი განვითარებისთვის. ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის ჩვენ დაფინანსებას სახელმწიფოსგან ვიღებთ ამ პროცესში მნიშვნელოვანია დონორების ჩართულიბა და მონაწილეობა", - განაცხადა ზაზა ჭელიძემ.
მისივე განცხადებით, სტრატეგიის შემუშავება ხდება პირველად საქსტატის ისტორიაში". ჭელიძე აცხადებს, რომ სტრატეგიის ფარგლებში გაიწერება უახლოესი 4 წლის სამოქმედო გეგმა და მისივე თქმით, 2012 წლისთვის მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება მთლიანი შიდაპროდუქტის კვლევის განვითარებაზე და დახვეწაზე და ასევე ეკონომიკური აღწერის გაკეთებაზე. ჭელიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება ასევე მოსახლეობის აღწერისთვის საჭირო წინამოსამზადებელ სამუშაოებზე. მისი თქმით ამ დროისათვის ცნობილი არ არის თუ კონკრეტულად როდის ჩატარდება მოსახლეობის აღწერა, თუმცა როგორც ჭელიძე აცხადებს ის უახლოესი 2-3 განმავლობაში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) და მსოფლიო ბანკი, საქართველოს სტატისტიკის განვითარების პირველ ეროვნულ სტრატეგიას განიხიეს.
შეხვედრაში, მონაწილეობას მიიღეს საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
"საქსტატში" აცხადებენ, რომ მსოფლიო ბანკის სატრასტო ფონდის მხარდაჭერით მზადდება სტატისტიკის ეროვნული სტრატეგია, რომელიც დაეხმარება საქსტატს თავისი ფუნქციების წარმატებით განხორციელებაში და საქართველოს სტატიტიკური სისტემის განვითარებაში. სტრატეგია მზადდება საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე და მოიცავს 2011-2014 წლებს. სტრატეგია შედგება რამდენიმე ნაწილისგან. ესენია: სტატიტიკის სფეროში არსებული სიტუაციის შეფასება, ძირითადი გამოწვევები და პრიორიტეტებზე დაფუძნებული დეტალური სამუშაო პროგრამა.