დღეს, 24 მაისს, 11:00 საათზე, გორში სტარტს აიღებს "მარათონი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით". ორგანიზატორი და მხარდამჭერები არიან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი.
13:00 საათზე საზეიმო დაჯილდოება გაიმართება.
ღონისძიების სპონსორები არიან კომპანია "ბორჯომის წყაროს წყლები", კომპანია "გუდვილი".