The Rolling Stones ვოკალისტმა მიკ ჯაგერმა სუპერჯგუფი Super Heavy -ის სახელწოდებით შექმნა.
ჯაგერთან ერთად Super Heavy -ის შემადგენლობაში დუეტ Eurythmics ყოფილი მონაწილე დეივ სტუარტი შევიდა.
2011 წლის მარტში პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია,რომ The Rolling Stones -ის ვოკალისტი სოლო ალბომზე მუშაობს, ხოლო მასთან პროდიუსერად სტიუარტი თანამშრომლობს.
ჯგუფის სხვა მონაწილეები გახდნენ: ბობ მარლის უმცროსი ვაჟი დამიანე, მომღერალი ჯოს სტოუნი და ინდოელი კომპოზიტორი ა.რ.რახმანი, ცნობილი საუნთრეკით დენი ბოილის ფილმისთვის „მილიონერი გარეუბნიდან".
მუსიკოსებთან დაახლოებული წყარო იუწყება, რომ ჯგუფმა Super Heavy რამდენიმე სიმღერა ჩაწერა და ერთერთ მათგანზე კლიპიც გადაიღო.
თავად ჯაგერი ვიდეოკლიპის არსებობას უარყოფს. ჯაგერის ბოლო სოლო ნამუშევარს 2001 წელს გამოშვებული ფირფიტა " Goddess in the Doorway" წაროადგენს.
2005 წელს The Rolling Stones - მა გამოუშვა სტუდიური ალბომი "A Bigger Bang".