კომიქსების ავტორი და სცენარისტი რობერტო აგიურე საქასა მონაწილეობას მიიღებს სტივენ კინგის რომანის "კერის" ეკრანიზაციაში.
აგიურე საქასა ფილმის სცენარისტი გახდება. ცნობილია,რომ ახალი ფილმი უფრო ახლოს იქნება ლიტერატურულ წყაროსთან, ვიდრე 1976 წლის რეჟისორ ბრაიან დე პალმას მიერ გადაღებული ფილმის ეკრანიზაცია.
თავად კინგის რომანი რომელიც მოგვითხრობს გოგონაზე, რომელსაც პარანორმალური ნიჭი აქვს პირველად 1974 წელს გამოქვეყნდა.
ადრე აგიურე-საქასა მუშაობდა სტივენ კინგის ტექსტებზე. კერძოდ, მან მოახდინა რომან "The Stand" (დაპირისპირება) ადაპტირება კომიქსისათვის.