სახალხო კრება პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც დიმა ჯაიანმა განაცხადა, დავით ბაქრაძემ მეორე არხის საშუალებით განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე საპროტესტო აქცია სცილდება კონსტიტუციის ფარგლებს და მომიტინგეები სცემენ როგორც ქართველ, ასვეე უცხოელ ჟურნალისტებს.
"მინდა მივუგო ბაქრაძეს, რომ აქცია არანაირად არ სცილდება კონსტიტუციის ფარგლებს. არც ჟურნალისტების ცემის ფაქტი მომხდარა და არც მათზე რაიმე სახის ძალადობა. ჩვენ ვმოქმედებთ კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანად და ხელისუფლების წინააღმდეგ არჩეულ ამ გზას არ გადავუხვევთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. მინდა ვუთხრა ბაქრაძეს, რომ მათი ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება", - განაცხადა ჯაიანმა.