"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს მოვლენების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის არ არის კრების წევრი და კონკრეტულ კომენტარს ვერ გააკეთებს აქციებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე დღეა დედაქალაქსა და ბათუმში "სახალხო კრების" ორგანიზებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.