თურქულ-ქართული კომპანია "ავრასია ჯორჯია" ბათუმში, 14 მლნ. დოლარიანი პროექტს განახორციელებს და თანამედროვე ავტოსადგურს ააშენებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ავტოსადგურის პროექტი მუშავდება და ჯერჯერობით დადგენილი არ არის თუ რა რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებების მიღებას შეძლებენ. ავტოსაგდურის ტერიტორია თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება და ის გათვლილი იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრანზიტზე.
"ავრასია ჯორჯიასა" და აჭარის მთავრობას შორის ხელშეკრულება 2010 წლის დეკემბერში გაფორმდა და კომპანიამ ბათუმში, გოგოლის ქ #1-ში მდებარე 8202,4 კვმ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 109098 კვმ მიწის ნაკვეთი მლნ. ლარად შეიძინა. სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, "ავრასია ჯორჯია" ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 14 თვის ვადაში უზრუნველყოს უძრავი ქონების ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო ავტოსადგურისა და მასთან დაკავშირებული ღია ავტო-პარკის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა. იმავდროულად, 24 თვის ვადაში უზრუნველყოს ღია ბაზარის მშენებლობა, ხოლო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 36 თვის ვადაში უძრავი ქონების ტერიტორიაზე უზრუნველყოს შოურუმებისა და სავაჭრო ცენტრის და მათთან დაკავშირებული ღია ავტოპარკის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა.