მაკა ასათიანი ადასტურებს, რომ 25 მაისს მისი მეუღლე კოტე გოგელია საქართველოში ჩამოვა. როგორც ასათიანმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში სატელოფონო ჩართვისას განაცხადა, მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაძაბული სიტუაციისა ის და მისი მეუღლე 25 მაისს თბილისში იქნებიან.
"25 მაისს კონსტანტინე გოგელია თბილისში დაბრუნდება. მე მესმის, რომ მისი თბილისში ყოფნა სარისკოა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მისი გადაწყვეტილება, რომ ის უნდა იდგეს ქართველ ხალხთან ერთად, სწორია. ამიტომაც მე მას არათუ შევეწინააღმდეგე, არამედ გავამხნევე და მხარში დავუდექი. იმედი მაქვს, რომ არცერთი ქალი არ მიატოვებს ქართველ ვაჟკაცებს სარისკო მაგრამ სამართლიან ბრძოლაში. მე ვარ მაკა ასათიანი და 25 მაისს მე ვდგევარ ჩემი ქმრის, ჩემი შვილების და ქართველი ხალხის გვერდით", - განაცხადა მაკა ასათიანმა.
შეგახსნებთ, რომ 22 მაისს, გოგელიამ ტელეკომპანია „მაესტროსთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის 25 მაისს საკუთარი ხალხის გვერდით იდგება და 26-ში თავად ჩაიბარებენ აღლუმს.
„მე 25-ში აუცილებლად ჩამოვალ და ვიდგები ჩემი ხალხის გვერდზე. ერთ პირობას ვაძლევ ჩემ საყვარელ ხალხს, 26 მაისს ჩვენ ჩავიბარებთ აღლუმს ამ ნაძირლების ნაცვლად", - განმარტა გოგელიამ.