უნგრეთში ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ძეგლი და მოედანი გაიხსნა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
მისივე თქმით, მე-12 საუკუნის ქართველი პოეტის ძეგლისა და მოედნის გახსნა უნგრეთში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში მოხდა და მას საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში გუშინ გაემგზავრა. მას ბუდაპეშტის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი პირი უკვე შეხვდ ქალაქ კიშკოროს მერს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა კიშკოროში ორი ქართველი მწერლის - გრიგოლ აბაშიძისა და წარმოშობით აფხაზი ბაგრატ შინქუბას ბიუსტები ყვავილებით შეამკო. დღეს კი უნგრელ კოლეგა პალ შმიტს, ასევე უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, პარლამენტის თავმჯდომარე ლასლო კოვერსა და უნგრელ ბიზნესმენებს შეხვდება.