შესაძლოა ამჯერად რაღაც ისეთი მოხდეს, რაც სააკაშვილის რეჟიმის კრახით დასრულდება. ეს განცხადება რუსმა ექსპერტმა სერგეი მარკოვმა საქართველოში მიმდინარე ამბების კომენტირებისას გააკეთა.
"საქართველოში მიმდინარე მოვლელები შესაძლოა უშედეგოდ დასრულდეს. სააკაშვილსა და ოპოზიციას დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. სააკაშვილს მეტად სოფლის მოსახლეობა, სახელმწიფო აპარატი და ძალოვანი სტრუქტურები უჭერენ მხარს. ოპოზიციას კი მსხვილი ქალაქების - თბილისისა და ქუთაისის მოსახლეობა უჭერს მხარს", _ აცხადებს მარკოვი.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ყველაფერი ამჯერადაც ისე დასრულდეს, როგორც ადრე თუმცა არც მოვლენების სხვაგვარდ განვითარებაა გამორიცხული.
"როდესაც სააკაშვილმა გაძლო რამდენიმე თვე, ხოლო ოპოზიცია კი ამ დროის განმავლობაში დაიქანცა. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მოხდეს რაღაც ისეთი რაც რეჟიმის კრახით დასრულდება", _ აცხადებს მარკოვი.