სააკაშვილისა და ოპოზიციის სიცოცხლისუნარიანობა დასავლეთზეა დამოკიდებული, მიიჩნევს დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინე ზატულინი.
საქართველოში არსებული სიტუაციის კომენტირებისას, ზატულინი ასევე აცხადებს, რომ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია სახელილუფლების სათავეში იმყოფება და იგი უკვე ყელში ამოუვიდა მოსახლეობას.
"თუმცა, უკვე დიდი ხანია საქართველოში კარტებს დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები არიგებენ და შესაბამისად სააკაშვილისა და ოპოზიციის სიცოცხლისუნარიონობა სწორედ დასავლეთზეა დამოკიდებული", _ აცხადებს ზატულინი.
მისივე თქმით, ამავე დროს, ოპოზიცია თითქმის არაფრით არ განსხვავდება სააკაშვილისგან.
"მას მხოლოდ იმის თქმა უნდა, რომ ის, რომ იყოს ხელისუფლების სათავეში გაცილებით უკეთესად იქნებოდა ყველაფერი. შესაძლოა ის რაც ხდება, აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისია, რომელიც სააკაშვილის წასვლით უნდა დასრულდეს. თუმცა არა მგონია, რომ მათ სააკაშვილის ჩამოგდების კონკრეტული გეგმა ჰქონდეს", _ აცხადებს ზატულინი.