თავდაცვის ყოფილი მინისტრის გარდა, 25 მაისისთვის საქართველოში დაბრუნებას „ქართული პარტიის" კიდევ ერთი ლიდერი, კოტე გოგელია აპირებს.
როგორც გოგელიამ ტელეკომპანია „მაესტროსთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ის 25 მაისს საკუთარი ხალხის გვერდით იდგება და 26-ში თავად ჩაიბარებენ.
„მე 25-ში აუცილებლად ჩამოვალ და ვიდგები ჩემი ხალხის გვერდზე. ერთ პირობას ვაძლევ ჩემ საყვარელ ხალხს, 26 მაისს ჩვენ ჩავიბარებთ აღლუმს ამ ნაძირლების ნაცვლად", - განმარტა გოგელიამ.