სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ქართველ ერს ერთმანეთის პატივისცემისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობთ საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. თქვენ იცით, რამდენად დაძაბულია პოლიტიკური თუ სხვა ურთიერთობა ხალხს შორის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მისცეს საქართველოს მშვიდობა და ერთსულოვნება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არის სამი სათნოება, რომელიც წარმოთქვა დიდმა ილიამ: ენა, მამული, სარწმუნოება", - ბრძანა უწმინდესმა დღეს, საკვირაო ქადაგებისას.
მისივე თქმით, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და არ უნდა ვაკადროთ ისეთი რამ, რისიც შეგვრცხვება.
„ადამიანს არ უნდა ვაკადროთ ცუდი სიტყვა, არც ცუდი საქმე, რადგან ეს ცუდი ისევ შენ მოგიბრუნდება", - აღნიშნა უწმინდესმა.