სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დღეს სოხუმში გახსნილ ე. წ. საერთაშორისო პრესცენტრში მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთში დაგეგმილ არჩევნებს მსოფლიოს 21 ქვეყნიდან 83 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.
"მათ შორის არიან ავსტრია, ბელარუსი, ბულგარეთი, გერმანია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლიტვა, მოლდოვა, პოლონეთი, დნესტრისპირეთი, რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, აშშ, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვეიცარია და სამხრეთ ოსეთი. 17 დამკვირვებელი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაა, 18 _ რუსეთის ფედერაციის საბჭოდან, 23 _ ევროპული ქვეყნებიდან და აშშ-იდან, 25 კი _ კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციენიდან", _ აცხადებს შამბა.
მისი ინფორმაიით, აფხაზეთში ასევე მოსალოდნელია ნიკარაუელი და ვენესუელელი დამკვირვებლების ჩამოსვლა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. ე. წ. პრეზიდენტის თანამდებობისთვის ხუთი კანდიდტი იბრძოლებს: სერგეი ბაღაფში, რაულ ხაჯიმბა, ვიტალი ბგანბა, ზაურ არძინბა და ბესლან ბუთბა.