ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, საკაშვილის ხელისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლობის წინ არ დასრულდება. ეს ადგილი ავლაბრის მოედანი იქნება.
როგორც კიწმარიშვილმა "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღეს "ქართული პარტია" საზოგადოებრივ მაუწყებელთან დგას და სააკაშვილის რეჟიმის დასამხობი პროცესები სწორედ აქ დაიწყო, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი აქვე დასრულდება.
"დღევანდელი ხელისუფლების რეჟიმს ჩვენ 25 მაისს ავლაბრის მოედანზე დავასრულებთ. ამასთან კიწმარიშვილმა აღნიშნა, რომ ის გამოცდილი არ არის მიტინგებზე გამოსვლაში და ამიტომ ურჩევნია წავიდეს და "შხამს მოვამზადებ, რომელსაც ამ ურჯულოებისთვის გამოვიყენებ", - განაცხადა კიწმარიშვილმა.