"აქციის სოლიდარობა პარტიული ან პირადი ნიშნით არ უნდა მოხდეს. ეს იმის მიხედვით უნდა გადაწვიყო, რამდენად ჭირდები შენს ქვეყანას", - განაცხადა „ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე კოკა გუნცაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე და სწორედ „ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობით" ახსნა მათი პოლიტიკური ძალის მიერ „სახალხო კრებისთვის" სოლიდარობის გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
„როცა ხელისუფლება არბევს მშვიდობიან მომიტინგეებს, რეზინის ტყვიებს ესვრის მოხუცებს, შეუძლებელია სახლში დაჯდე და ამას მშვიდად უყურო. აქციისადმი სოლიდარობა პარტიულ ნიშანთან და პირად წყენასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ჩვენ ვივიწყებთ ყველა წყენას, რაც აქამედე გვქონია და ხალხის გვერდით ვდგებით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - განმარტა გუნცაძე.