თუ აქციის მონაწილეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევს, ხელისუფლება ძალადობრივ მეთოდებს კიდევ გამოიყენებს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან აქციების ძალადობრივი გზის დაშლა აპრობირებული მეთოდია და დღეევანდელ დარბევში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.
"როგორც ჩანს, აქციის ორგანიზატორები ახერხებენ მონაწილეები გააკონტროლონ. ამიტომ მოსალოდნელი არ არის პროცესები კოტროლიდან გამოვიდეს. თუმცა ხელისუფლების დარბევებისგან აქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაცული თუ მონაწილეების რაოდნეობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიკოლაიშვილმა.
თუ რამდენია აქციის მონაწილეთა კრიტიკული რაოდენობა, ნიკოლაიშვილს არ დაუკონკრეტებია.