მომავალ კვირას ბრიუსელში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ევროკავშირის და საქართველოს წარმომადგენელთა მეორე შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართულ მხარეს 16 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი წარმოადგენს.
ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით კი, შეხვედრაზე განხილული იქნება მედიის თავისუფლების და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები.
სწორედ ეს ორი საკითხი - მედია და დევნილები - იქნა განხილული ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც თბილისში ნოემბერში გაიმართა და რომლის მიზანიც ამ ორ საკითხში არსებული მთავარი გამოწვევების დადგენა და მათ მოსაგვარებლად რეკომენდაციების შემუშავება იყო.