სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მათი ერთ-ერთი აქტივისტი ბესო დანელია დედისა და ორსული ცოლის თვალწინ უმოწყალოდ სცემეს.
ბურჯანაძის თქმით, აღნიშნულ პიროვნებას გუშინ ღამით გამოეკიდნენ მანქანით ავტომატებით შეიარაღებული პირები. შემდეგ ამ პიროვნებამ მიმართა პოლიციას და მოსთხოვა ამ მანქანის ძებნაში გამოცხადება. ნინო ბურჯანაძის თქმით, პოლიციამ არაფერი იღონა, რომ ეს მანქანა დაეკავებინათ. შემდეგ კი დანელია პოლიციაში დაიბარეს და 3 საათიანი დაკითვის შემდეგ გაათავისუფლეს. დღეს დილით კი პოლიცია მივიდა მის კორპუსთან. იქ დანელიას მეზობლებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხდა მოხდა, რის შემდეგაც დანელია სცემეს.
"ხელისუფლება აგრძელებს ტერორს. ისინი ჩვენი ასობით აქტივისტის დაკავებას ცდილობენ. რეგიონებიდან ხელს უშლიან ჩვენი აქტივისტების ჩამოსვლას, მაგრამ აქტივისტები უკან არ იხევენ და თბილისისკენ მოემართებიან. დემოკრატიის მანტიას ამოფარებული ხელისუფლება სამართლიანობას ფეხით თელავს და აუცილებელია, რომ ეს ქვეყანა ამ რეჟიმისგან გავათავისუფლოთ", _აცხადებს ნინო ბურჯანაძე და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.
"თითოეული თვენგანის მოსვლა რევოლუციას უფრო დაასწრაფებს. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა ბანდიტური ხელისუფლებისგან რომელიც ბანდიტური საშუალებებით ცდილობს ხალხის დაშინებას ",_ განაცხადა ბურჯანაძემ სახალხო კრევბის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
აღსანიშნავია, რომ სახალხო კრების ლიდერები ასევე აცხადებენ, რომ კახეთიდან დღევანდელ საპროტესტო აქციაზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე გაიმართება უამრავი მხარდამჭერი ფეხით მოემართება.