"რუსეთის ინტერვენცია ყოველთვის მოსალოდნელია, მაგრამ არა ოქრუაშვილის გამო", - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ "ქართული პარტიის" ლიდერის, ექს-თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარის დახმარებით შემოსვლის სცენარის შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, თუ ვინმე შეცდება "ვიტრინების მტვრევას, ამ ხალხს ძალიან სწრაფად დაიჭერენ".
"იმის თქმა, რომ ერთ კაცს მოკლავენ და ასეთი სცენარები ძალიან მაკვირვებს. რას ნიშნავს მოკლავენ? მოკლავენ და დაისჯება მიტინგის თუ მიტინგის გარეთ. რადგან ოქრუშვილმა თქვა, ამითვის მოკლავენ? რა უნდა ქნას ამ ოქრუაშვილმა კიდევ, რომ აღარ იყოს ასეთი, ვერ გავიგე. მართლა ტრუსიკი ჩაიხადა და ისე იდგა, კიდევ რა უნდა ქნას, რომ ასეთი მაგარი ბიჭი აღარ იყოს?!" - აღნიშნა თარგამაძემ.