საქართველოს პარლამენტი არის პირველი, რომელიც აღიარებს აბსოლუტურ სიმართლეს კავკასიის შესახებ და ყველაფერს თავის სახელს არქმევს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხის შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, კავკასიას ბერი ომი უნახავს, მაგრამ ის, რაც რუსეთის იმპერიამ ჩერქეზების წინააღმდეგ განახორციელა, მიზანმიმართული, გააზრებული პოლიტიკა იყო ჩერქეზების განადგურებისთვის, რათა მათი მიწები დაესაკუთრებინათ.
"ჩერქეზების 90% განადგურდა და გაიდევნა", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან ჩერქეზთა გენოციდის აღიარების განხილვა რუსი ხალხის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ეს არის მხარდაჭერა ჩრდილოკავკასიელების მიმართ.