რასაც რუსეთის იმპერია ჩრდილოეთ კავკასიაში აკეთებდა, ახლა ამას რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განაგრძობს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შეფასებისას განაცხადა.
"ეს არის ის შემთხვევა, როცა ისტორიული და საერთაშორისო სამართლიანობა ერთად არის წარმოდგენილი. ეს იყო ეთნოწმენდა და გენოციდი, რასაც რუსეთი დღესაც ახორცილებს - უკვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - აღნიშნა მალაშხიამ.
მისი შეფასებით, რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მას სამართლებრივ დონეზე პასუხი არ გაეცემა.
"დღევანდელი დღე არის ისტრიული, რადგან სამართლიანობამ იზეიმა", - განაცხადა მალაშხიამ.