საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ჩერქეზთა გენოციდის აღიარება არის ქართველი ხალხის პასუხისმგებლობა და ვალი მოძმე ერის წინაშე. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხის შეფასებისას განაცხადა.
"ეს არის ქართველი ხალხის პასუხისმგებლობა და ვალი მოძმე ერის წინაშე, რომ პირველმა გადაგას ის ნაბიჯი, რაც აუცილებელია ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს იმ ერთსულოვნებისთვის, რომელიც ჩერქეზთა გენოციდის აღიარების მხარდაჭერის საკითხში გამოიჩინა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისი შეფასებით, ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში ჩერქეზთა ერთსულოვნება უნდა იყოს ყველა ერისთვის მაგალითი, როგორ მიაღწიოს სამართლიანობის აღდგენას.
"დღევანდელი საქართველოს პარლამენტი არის გადაწვეტილება, რომელიც მომავალი თაობებისთვის საამაყო იქნება", - დასძინა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდი აღიარა.