მე ვარ ქართველი, მაშასადამე ჩერქეზი! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი პლენარულ სხდომაზე ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვას.
"დღეს არის ისტორიული დღე. დღევანდელ დღემ გამიჩინა ერთი შეგრძნება და შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მე ვარ ქართველი, მაშასადამე ჩერქეზი!", - აღნიშნა კერვალიშვილმა.
ამასთან, ვიცე სპიკერი დაინტერესდა საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს თუ არა ამ საკითხზე მუშაობას და მოხდება თუ არა ჩერქეზი ეროვნების ადამიანების დაცვა.