"ქართული დასის" ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა ჩერქეზები თუ აღიარებენ აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდს.
ამის შესახებ ბაღათურიამ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვისას განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწვეტილებას ვიღებთ, მაგრამ სანამ ჩერქეზები საქართველოს პარლამენტს მიმართავდნენ გენოციდის აღიარების თხოვნით, მანამდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, ეთნიკურად სომხებმა მოგმართეს ამავე თხოვნით. მას შემდეგ რაც ჩერქეზთა გენოციდს ვაღიარებს, ხომ არ იქნება ჩვენს მეზობლების, სომხეთის მიმართ ეს უსამართლობა, მაშინ როდესაც მათი საკითხის განხილვა არც კი დაგვიწყია", - მიმართა ბაღათურიამ საპარლამენტო უმრავლესობას.
მისივე შეფასებით, ჩერქეზი ხალხი არის ვაჟკაცი ერი და არ შეიძლება არ გულშემატკივრობდე და არ იყო გულშემატკივარი, მაგრამ ერთია ემოცია და მეორე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.
გარდა ამისა, პლენარულ სხდომაზე ბაღათურიამ ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა და იკითხა, ცნობდა თუ არა ჩერქეზი ხალხი აფხაზეთში რამდენიმე წლის წინ მოხდა ქართველთა გენოციდს.